A review by giolikokeli
Woodcutters by Thomas Bernhard

reflective slow-paced
  • Plot- or character-driven? Character
  • Strong character development? No
  • Loveable characters? No
  • Diverse cast of characters? No
  • Flaws of characters a main focus? Yes

5.0

ეს რა სისულელე წიგნია მეთქი, ვფიქრობდი უყურო სავარძელში მჯდომი 

რამდენჯერ იმეორებს მეთქი ერთსა და იმავეს, ვფიქრობდი უყურო სავარძელში მჯდომი

ტვინი წაიღო მეთქი ამ კაცის სიძულვილმა, ვფიქრობდი უყურო სავარძელში მჯდომი 

კიდევ ერთხელ გაიმეორებს ფრაზას "ვფიქრობდი ყურებიან სავარძელში მჯდომი"  (როდესაც მხოლოდ მეათედ ჰქონდა ჯერ ნათქვამი) და პირველი წიგნი იქნება, რომელიც გადავდე და ბოლომდე არ წამიკითხავს მეთქი, ვფიქრობდი უყურო სავარძელში მჯდომი

ამ ავტორის წიგნს აღარასოდეს წავიკითხავ მეთქი, ვფიქრობდი უყურო სავარძელში მჯდომი 

როდის გავალ მეთქი ბოლოში, ვფიქრობდი უყურო სავარძელში მჯდომი 

სული მეხუთება და დავიტანჯე მეთქი უკვე, ვფიქრობდი უყურო სავარძელში მჯდომი

და ბოლოს უკვე ბურგთეატრის მსახიობთან ერთად მეც ავფექთდი და შვება ვიგრძენი. 

ერთ-ერთი საუკეთესო გამოცდილება იყო კითხვისას. 


გადავჯექი კომპიუტერთან და ვიჯექი და ვიჯექი ვფიქრობდი, დაუყონვებლივ დავწერ ამ ეგრეთ წოდებულ წიგნზე რამეს, სულერთია რას, მაგრამ ამ წიგნზე ახლავე და დაუყოვნელივ დავწერ-მეთქი, დაუყოვნებლივ, ახლავე-მეთქი, ვიმეორებდი და ვიჯექი, ახლავე და დაუყოვნებლივ და ახლავე და ახლავე, სანამ ჯერ კიდევ არ არის გვიან