A review by kesogago
ვიკინგები by Sigrid Undset

5.0

ვერაფერი შეედრება ზაფხულის ერთ ქარიან საღამოს აივანზე ჯდომას და სიგრიდ უნსეტის "ვიკინგების" კითხვას.

მეთერთმეტე საუკუნის ისლანდია და ნორვეგია. ნორვეგიას სტუმრობს ისლანდიელი, უდარდელი ვიგა-ლიოტი, რომელიც ინადირებს და აუპატიურებს ადგილობრივ ლამაზ ქალს, სახელად ვიგდის გუნარსდატერს. აი, აქედან იწყება შურისძიებათა და ტანჯვათა მთელი ციკლი.

ეს ეპიკური საგა იყო, პირველ რიგში, ვიკინგი ქალების ბუნებაზე - ვიგდისი და ლეიკნი, women power, oh yeah. ლამაზები, ნაზები და თან ძალიან საბედისწერო femme fatale-ები, მბურძგლავს პირდაპირ, რაღაც ძალიან მომინდა კიდევ ერთხელ გადაკითხვა, ისეთი სცენებია, თითებს ჩაიკვნეტ, მოგინდება ცხენებით გააჭენო ლეგენდარულ ვადინში და ვიგა-ლიოტის ლექსებს და ბალადებს უსმინო, აბობოქრებულ ტალღებს ულვართან ერთად შეებრძოლო და ვიკინგური მაგიდა ესამ გაგიშალოს. ბრრრ.

მოკლედ, უდიდესი სიამოვნება მივიღე და ვისაც ჩემსავით გეკეტებათ ძველ საგებზე (სიმღერა ნიბელუნგებზე, მაგალითად), უბრალოდ წაიკითხეთ. მირჩიეთ თუ იცით მსგავსი ისლანდიური, ნორვეგიული, შვედური საგები, სიამოვმებით წავიკითხავდი.